მიიღე სერტიფიკატი
გახდი პროფესიონალი
100 + კურსდამთავრებული
ფრონტენდ დეველოპერის მოვალეობას ვებ გვერდის ვიზუალური ნაწილის შექმნა წარმოადგენს , ბექენდ დეველოპერისგან განსხვავებით მას ნაკლებად უწევს ლოგიკურ ამოცანებზე მუშაობა ვინაიდან ისეთ მარქაფის ენებში როგორიც არის html და css კონკრეტული ბრძანება კონრეტულ დავალებას ასრულებს , გამონაკლისია javascript რომელიც სრულყოფილ პროგრამირების ენას წარმოადგენს , მასზე შესაძლებელია ყველანაირი ლოგიკის აწყობა, მიუხედავად იმისა რომ ტექნიკური თვალსაზრისით ფრონტენდ პროგრამირების ენები ბექთან შედარებით მარტივია , მას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვინაიდან ვებ გვერდის მომხმარებელი მხოლოდ ვიზუალურ მხარეს ხედავს ამის გათვალისწინებით ფრონტენდ დეველოპერს შეცდომები არ ეპატიება ,
ფრონტენდ პროგრამირების შესწავლა შედარებით მარტივია , მისი მოთხოვნაც და ხშირ შემთხვევაშიც ანაზღაურებაც იდენტურია რაც ბექენდ პროგრამისტის შემთხვევაში ,
HTML არის ჰიპერტექსტული მარკირების ენა , გამოიყენება ვებ გვერდების შესაქმნელად , აღწერს ვებ გვერდის სტრუქტურას , შედგება ელემენტებისგან რომლებიც აცნობებენ ბრაუზერს როგორ უნდა აჩვენოს მისი შინაარსი
CSS აღწერს html ელემენტის სტილს, css განსაზღვრავს თუ როგორ უნდა იყოს ნაჩვენები html ელემენტი , მაგალითისთვის შეგვიძლია ტექსტს მივანიჭოთ სასურველი ფერი , ან მდებარეობა დოკუმენტში
SCSS ტექნოლოგია შექმნილია css კოდის ნაკლებად გამეორებისთვის, შესაბამისად იგი ამცირებს კოდის წერის დროს,
BOOTSTRAP არის უფასო და ყველასთვის ხელმისაწვდომი ფრონტ-ენდ ფრეიმვორკი, რომელიც აერთიანებს html, css და javascript ტექნოლოგიებს. bootstrap მოიცავს უამრავ კომპონენტს და მზა სტილებს, რაც გვეხმარება დეველოპმენტის პროცესის გაადვილებაში.
JavaScript არის იმ პროგრამირების ენებს შორის რომელიც ვებ დეველოპერმა აუცილებლად უნდა იცოდეს , ის არ გამოიყენება მხოლოდ ვებ აპლიკაციებისთვის , მას იყენებს ბევრი დესკტოპ და სერვერ საიდ აპლიკაციაც , ასევე მონაცემთა ბაზები როგორიც არის MongoDB და CouchDB
jQuery არის JavaScript ბიბლიოთეკა, მისი დანიშნულებაა გავიმარტივოთ JavaScript გამოყენება ჩვენს ვებ გვერდზე. jquery შექმნილია html - თან სამუშაოდ და აერთიანებს უამრავ მზა ფუნქციას, ასევე გამოირჩევა მარტივი სინტაქსით და მზა კომპონენტების ( პლაგინები ) სიმრავლით.
REACT არის ჯავასკრიპტის ბიბლიოთეკა, რომელიც გამოიყენება single-page აპლიკაციებისათვის მომხმარებლის ინტერფეისის შესაქმნელად. react გამოიყენება როგორც ვებ ასევე მობილური აპლიკაციებისთვის.
AJAX მეშვეობით შეგიძლიათ გაგზავნოთ ასინქრონული მოთხოვნები სერვერზე , განაახლოთ გვერდის კონტენტი ისე რომ თავიდან აიცილოთ ხელახლა ჩატვირთვა