მიიღე სერტიფიკატი
გახდი პროფესიონალი
100 + კურსდამთავრებული
ალბათ პირველი კითხვა რაც გებადებათ არის ის თუ ვინ არის ბექენდ პროგრამისტი და რით განსხვავდება იგი ფრონტენდ დეველოპერისგან? ვინაიდან ეს სტატია ყველა ტიპის მომხმარებლისთვის არის განკუთვნილი შევეცდებით ყველა დეტალი მარტივ ცხოვრებისეულ მაგალითებზე ავხსნათ .
მაშ ასე ვებ დეველოპმენდი იყოფა 2 ნაწილად ბექენდის და ფრონტენდის მხარეებად , ბექენდ ნაწილი პასუხიმგებელია საიტის ან ვებ აპლიკაციის ფუნქციებზე, ამა თუ იმ მონაცემის შეგროვებაზე სხვადასხვა ლოგიკის და ალგორითმის მიხედვით მის დამუშავებაზე , მონაცემთა ბაზებთან ურთიერთ კავშირზე , ხოლო ფრონტენდ დეველოპერის მოვალეობა ვებ საიტის ვიზუალური ნაწილის შექმნაა, მაგალითისთვის წარმოვიდგინოთ მანქანის ხელოსანი რომელსაც ძრავის გამართვა ევალება , და მეორე ხელოსანი რომელსაც მანქანის შეღებვა, ბამპერის აღდგენა და გალამაზება ავალია, მოცემულ მაგალითზე ადვილად მიხვდებით რომ ორივეს პროგრამისტი ქვია მაგრამ თვისობრივად სხვადასხვა ტიპის ამოცანებთან უწევს შეჭიდება ,
ჩვენ გვჯერავს კოდის ერთი ნახვით შეყვარების, ასე რომ არჩევანი თქვენზეა ვებ დეველოპმენდის რომელ გზას გაუყვებით, თუმცა არსებობს ობიექტური ფაქტორებიც , ბექის შემთხვევაში შეხება გაქვთ მხოლოდ ერთ პროგრამირების ენასთან და მასზე ახდენთ სრულ კონცენტრაციას, ხოლო ფრონტის შემთხვევაში მოგიწევთ მინიმუმ სამ ტექნოლოგიას დაეუფლოთ აქედან ორს მოცულობითს, თუ გიყვართ ლოგიკური ამოცანების გადაჭრა , იმის ყურება თუ როგორ იძენს სიცოცხლეს თქვენს მიერ შექმნილი კოდი, ბედნიერებას განიჭებთ, მაშინ ბექენდ პროგრამირების კურსი სწორედ თქვენთვის არის.
php ვებ პროგრამირების ერთ ერთი ყველაზე პოპულარული ენაა , მასზე დაწერილია ისეთი ცნობილი საიტები როგორიც არის:
w3techs.com_ის ცნობით ვებ საიტების 78.9% იყენებს php როგორც სერვერის მხარის პროგრამირების ენას ,
laravel წარმოადგენს PHP საუკეთესო framework _ს მისი როლი განუზომლად დიდია დღევანდელ ვებ დეველოპმენდში , framework უხეშად რომ ვთქვათ ნიშნავს რომელიმე პროგრამული ენის გამზადებულ ჩარჩოს რომელიც გეხმარებათ მზა არქიტექტურით დროის მცირე მონაკვეთში შექმნათ მაქსიმალურად დახვეწილი და ხარისხიანი პროდუქტი,
MYSQL წარმოადგენს მონაცემთა ბაზის მართვის სისტემას რომელიც შექმნილია SQL სტრუქტურული შეკითხვის ენაზე, მარტივად რომ წარმოვიდგინოთ MYSQL არის ინფორმაციის შემნახავი კონტეინერი რომელიც ძირითადად ინახავს ტექსტურ ინფორმაციას, ხოლო ჩვენი მოთხოვნის შემთხვევაში გვიბრუნებს სასურველ ჩანაწერს,